logo
ENG



"არა რუსულ კანონს" - ვაშინგტონში ქართული ღვინის ღონისძიებაზე ემიგრანტებმა პროტესტი გამოხატეს

15 მაი 202403:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/evz84awg4yif4oo.jpg

"არა რუსულ კანონს", "არა რუსულ მთავრობას" - ეს შეძახილები გაისმა ქართველი ემიგრანტების მხრიდან ვაშინგტონში მიმდინარე ქართული ღვინის ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა.

ქართველმა ემიგრანტებმა ღონისძიების პარალელურად პროტესტი გამოხატეს და სტუმრებს მიმართეს, რომ ახლა, "როდესაც საქართველოს ოკუპაციას რუსები ახდენენ, ქართული ღვინის სმის დრო არ არის".

"არა რუსულ კანონს", "არა რუსულ მთავრობას", "გრცხვენოდეთ", "საქართველოს გარუსებას ახდენენ - ეს მიუღებელია" - ამ სიტყვებით მიმართეს ემიგრანტებმა დარბაზში მყოფ სტუმრებს.

აქციის მონაწილეების თქმით, დარბაზში იმყოფებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანიც, რომელიც მათი თქმით, საელჩოს თანამშრომლებმა დარბაზიდან მალულად გაიყვანეს.

ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანიც ესწრებოდა.


close დახურვა